TOPNEWS » მთავარი თემა » DMO იმერეთი ბათუმის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე
DMO იმერეთი ბათუმის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე
ბათუმში Ebit 2025 (Expo Batumi International Tourism)-ბათუმის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიხსნა, რომელიც ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის სფეროს ლიდერებს აერთიანებს.
ღონისძიება 9-11 მაისს, სასტუმრო "შერატონში" იმართება, სადაც წარმოდგენილნი არიან როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიები.
გამოფენის მიზანია ტურიზმის სექტორის განვითარება, ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარება და გამოცდილების გაზიარება.
ღონისძიება აერთიანებს სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნებისა და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებს.

















