TOPNEWS » მთავარი თემა » პირველი დეკემბრიდან ამინდი უარესდება

პირველი დეკემბრიდან ამინდი უარესდება

პირველი დეკემბრიდან ამინდი უარესდება

ორშაბათს და სამშაბათს (1 და 2 დეკემბერი) მოსალოდნელია ამინდის გაუარესება, განსაკუთრებით შემდეგ რეგიონებში:
▪️ სამეგრელო
▪️ აჭარა
▪️ სვანეთი
▪️ რაჭა-ლეჩხუმი
▪️ ზემო იმერეთი
▪️ სამცხე ჯავახეთი

ეს გამოიხატება ინტენსიური ნალექით წვიმისა და ზოგან თოვლის სახით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: თუ გეგმავთ მგზავრობას აღნიშნულ რეგიონებში შეამოწმეთ გზის მდგომარეობა!

კარგი ამბავი: როგორც იცით, ბოლო პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით შეინიშნება ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების მაღალი კონცენტრაცია, მოსალოდნელი ნალექი კი ამ პრობლემის გაუმჯობესების ერთ-ერთი უპირველესი წინაპირობაა.

წყარო: meteo360

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu