სიხარულით გიზიარებთ ჩვენს მორიგ უმნიშვნელოვანეს მიღწევას - უკვე გლობალური ტექნოლოგიური საზოგადოების ქსელის - Google Developer Groups (GDG) ოფიციალური წევრები ვართ-ინფორმაციას ამის შესახებ ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი ავრცელებს.
"დიახ, ჭიათურა, მსოფლიოს უდიდეს ქალაქებთან ერთად, GDG-ის ბაზაში იძებნება და ის რიგით მეორე ქალაქია საქართველოდან (თბილისის შემდეგ), რომელიც ჩამონათვალში შეგხვდებათ: https://gdg.community.dev/
GDG-ის წევრობა საშუალებას გვაძლევს, გავხდეთ მსოფლიო დონის ინოვაციების ნაწილი და გავაძლიეროთ ტექნოლოგიური ეკოსისტემა ჭიათურაში.
Google Developer Groups (GDG) არის გლობალური ტექნოლოგიური საზოგადოების ქსელი, რომელიც აერთიანებს დეველოპერებს, ინჟინრებსა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს. ეს ორგანიზაცია ქმნის სივრცეს, სადაც მონაწილეები სწავლობენ Google-ის უახლეს ტექნოლოგიებს, იზიარებენ გამოცდილებას და ერთად ქმნიან ინოვაციურ პროექტებს.
ჩვენი გაწევრიანება GDG-ში ნიშნავს, რომ ჭიათურაში მულტიფუნქციური ცენტრის ბაზაზე ტექნოლოგიური ინიციატივები უფრო მეტად განვითარდება. ეს საშუალებას მოგვცემს ჩავატაროთ ფართო მასშტაბის შეხვედრები, ვორქშოპები და სემინარები, სადაც მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა გაიღრმაონ ცოდნა, განავითარონ პროფესიული უნარები და შექმნან საერთაშორისო კავშირები.
ჩვენი გუნდი შედგება ენერგიული და მოტივირებული პროფესიონალებისგან, რომლებიც მზად არიან ადგილობრივად და რეგიონში ტექნოლოგიების განვითარებისთვის:
Leader: გიორგი სამხარაძე
Co-organizers: პაპუნა წერეთელი, ლაშა გაგნიძე, ბექა ბარათაშვილი, სანდრო ღუღუნიშვილი, ანდრია ბიბიაშვილი.
ჩვენი მიზანია, ჭიათურა ვაქციოთ რეგიონულ ტექნოლოგიურ ჰაბად, სადაც ახალგაზრდები და პროფესიონალები შეძლებენ აითვისონ Google-ის უახლესი ტექნოლოგიები, განვითარდნენ როგორც დეველოპერები და გახდნენ გლობალური ინოვაციური საზოგადოების ნაწილი. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ტექნოლოგიები არის მომავლის გასაღები და GDG Chiatura იქნება ის პლატფორმა, რომელიც ამ გზაზე დაგეხმარებათ!
მეტი ინფორმაციისთვის: 571 33 33 03,"-ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.