TOPNEWS » მთავარი თემა » პრომეთეს მღვიმე-იმერეთის რეგიონში წლის ყველაზე მონახულებადი ადგილი

პრომეთეს მღვიმე-იმერეთის რეგიონში წლის ყველაზე მონახულებადი ადგილი

პრომეთეს მღვიმე-იმერეთის რეგიონში წლის ყველაზე მონახულებადი ადგილი

მიმდინარე წლის ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორიები, რომელთა შორის, პრომეთეს მღვიმე და მარტვილის კანიონი უპირობო ლიდერები არიან. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, ორივე დაცულმა ტერიტორიამ, ცალ-ცალკე, 240 000-ზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა.

დღეს პრომეთეს მღვიმეს გაგაცნობთ. 

პრომეთეს მღვიმე იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში მდებარეობს, მღვიმის ვიზიტორთა ცენტრიც იქვეა განთავსებული.

პრომეთეს მღვიმე მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული სილამაზის ბუნების ძეგლია. მისი ასაკი დაახლოებით, 60-70 მილიონი წელია. გასაოცარი ნაღვენთი ფორმებით მორთული ეს კარსტული მღვიმე, ბუნების უსაზღვრო შესაძლებლობებში დაგარწმუნებთ და ზღაპრულ სამყაროში გამოგზაურებთ. მღვიმეში აღმოჩენილი 22 დარბაზიდან ვიზიტორებისთვის 6 დარბაზი ფუნქციონირებს, რომელთა დასათვალიერებლად 1420 მეტრის სიგრძის ბილიკს გაივლით, მოგზაურობას კი მდინარე ყუმის გამდინარე ნაკადზე სანაოსნო ტურით დაასრულებთ. პრომეთეს მღვიმის უნიკალურ გარემოში სამოქალაქო ქორწინების გაფორმებასაც შეძლებთ და სრულიად განსხვავებულ და ულამაზეს საქორწილო ცერემონიას მოიწყობთ.

პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლის ვიზიტორთა ცენტრი 2011 წელს გაიხსნა. 2015 წლიდან დღემდე, პრომეთეს მღვიმეში დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტში, 4 500 000 ლარზე მეტი ინვესტიცია დაიხარჯა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლის ინფრასტრუქტურას, ჩატარდა სანაოსნო მონაკვეთის რეაბილიტაცია, განახლდა ნავები, განხორციელდა პრომეთეს მღვიმის ვიზიტორთა ცენტრის მოდერნიზაცია, განათების და აუდიო სისტემების სრული რეაბილიტაცია, აშენდა კაფეტერია და სხვა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu