რეკლამა

ქუთაისის მერი საფრანგეთიდან დაბრუნებულ ხელოვანებს შეხვდა

ქუთაისის მერი საფრანგეთიდან დაბრუნებულ ხელოვანებს შეხვდა

ქუთაისის მერი საფრანგეთიდან, ლევილის მამულიდან დაბრუნებულ ქუთაისელ ხელოვანებს შეხვდა. აგვისტოს თვეში, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ლევილის მამულში ქართული ფესტივალი გაიმართა. 

"აღნიშნულ ფესტივალში,  სხვა ჯგუფებთან ერთად,  ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი  და ქუთაისის კამერული გუნდი მონაწილობდნენ. 

ქალბატონებმა-ირინა ლომინაძემ, ზეინაბ ბურჯანაძემ და ქორეოგრაფმა შოთა ჯიშკარიანმა გვიამბეს იქ გატარებული ამაღელვებელი დღეების შესახებ.

მადლობას ვუხდი კულტურის მინისტრს,  ქალბატონ თეა წულუკიანს, რომელმაც ლევილში გამართულ  ფესტივალზე ფართოდ წარადგინა ქუთაისელი მომღერლები და მოცეკვავეები,"-ამბობს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები