TOPNEWS » მთავარი თემა » ირაკლი კობახიძე იმერეთში მერობის კანდიდატებს დღეს დაასახელებს
ირაკლი კობახიძე იმერეთში მერობის კანდიდატებს დღეს დაასახელებს
"ქართული ოცნება" დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებს წარადგენს. ღონისძიება მმართველი პარტიის გორგასლის ოფიში 17:00 საათზე დაიწყება. კანდიდატებს შორის, რომელსაც საზოგადოებას პარტიის თავმჯდომარე წარუდგენს, იქნებიან როგორც ახალი სახეები, ასევე მოქმედი მერები.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ კანდიდატების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი კომპეტენცია და კეთილსინდისიერება გახდა. "ქართულმა ოცნებამ" დედაქალაქის მერობის კანდიდატად კახა კალაძე უკვე წარადგინა, ასევე დასახელებულია თბილისის მაჟორიტარობის 25 კანდიდატი.

















