რეკლამა

ჭიათურაში 2 მაღარო შესაძლოა დაიხუროს?

ჭიათურაში 2 მაღარო შესაძლოა დაიხუროს?

რადიკალური ჯგუფის მიერ შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების თვითნებური გადაკეტვის გამო საწარმო დახურვის საფრთხის ქვეშ დგას-ინფორმაციას ამის შესახებ Chiatura Management Company ავრცელებს. 

"2024 წლის 12 მარტს რადიკალურმა ჯგუფმა თვითნებურად გადაკეტა კოროხნალისა და შუქრუთის მაღაროები, რამაც შეაჩერა საწარმოო პროცესი. უკვე 114 დღეა, ობიექტებზე გადამაგრებითი სამუშაოები არ განხორციელებულა, რამაც მაღაროების სამომავლო ფუნქციონირებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

გადამაგრებითი სამუშაოები მაღაროებში ყოველდღიური სამუშაო პროცესის განუყოფელი ნაწილია და დასაქმებულების უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. მაღაროების გადამაგრება საჭიროა, რომ არ შეიქმნას სამთო წნევები, არ ჩამოიქცეს გვირაბები, არ დაიტბოროს სამთო გამონამუშევრები და პრობლემა არ შეექმნას ელექტროობას.

კომპანიის წარმომადგენლებმა არაერთგზის აუხსნეს რადიკალური ჯგუფის წარმომადგენლებს გადამაგრებითი სამუშაოების მნიშვნელობა და რისკები, თუ რა შეიძლება მოჰყოლოდა პროცესის შეფერხებას. მიუხედავად ამისა, წინააღმდეგობის ფონზე, სამუშაოების განხორციელება დღემდე შეუძლებელია.

სოფელ შუქრუთში საწარმოო პროცესისთვის თვითნებურმა ხელის შეშლამ უკვე მიგვიყვანა კრიტიკულ შედეგამდე და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მაღაროში სამუშაოების განახლების პერსპექტივა.

სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების მდგომარეობის შეფასება. მათი დასკვნის საფუძველზეც გადაწყდება შესაძლებელი იქნება მაღაროების გახსნა და სამუშაოს განახლება, თუ მოგვიწევს მათი სამუდამოდ დახურვა,"-აცხადებენ ჭიათურის მაღაროების მმართველ კომპანიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები