რეკლამა

ქუთაისის მერიასთან მოქალაქემ შიმშილობა დაიწყო

ქუთაისის მერიასთან მოქალაქემ შიმშილობა დაიწყო

მოქალაქემ ქუთაისში პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. 48 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ზურაბ სანიკიძემ ქუთაისის მერიასთან შიმშილობა დაიწყო.

მამაკაცი ამბობს, რომ 4 წლის წინ სახლის გარეშე დარჩა და მერიისაგან  საცხოვრებელი ფართის გამოყოფას ითხოვს. მამაკაცი იმასაც ამბობს, რომ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში მას ყურადღებას არ აქცევენ, რის გამოც იძულებული გახდა შიმშილობა დაეწყო. 

ქუთაისის მერიაში ბრალდებების საპასუხოდ აცხადებენ, რომ მამაკაცის საჭიროებებს გაეცნობიან და შესაბამის დახმარებას გაუწევენ. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები