წყალტუბოს “სამგურალმა” 24 წლის ნახევარმცველი დაიმატა
წყალტუბოს “სამგურალი” მომდევნო სეზონისთვის დაკომპლექტებას იწყებს.
ჩვენს გუნდს აზერბაიჯანული “კაპაზიდან” 24 წლის ნახევარმცველი ოთარ აფციაური შემოუერთდა.
ახალწვეულთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
აფციაური 2023-2025 წლებში თბილისის „დინამოსა“ და „გაგრას“ ღირსებას იცავდა. ივლისში “დინამოდან” “კაპაზში” გადავიდა და წლის ბოლომდე აზერბაიჯანულ კლუბში ასპარეზობდა.





