"ტოპნიუსი"-ს "წლის ადამიანი"-გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი

"ტოპნიუსი"-ს "წლის ადამიანი"-გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი

რეგიონული საინფორმაციო სააგენტო Top-news.ge აგრძელებს წლების ტრადიციას. სააგენტო წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების საფუძველზე, სხვადასხვა ნომინაციას აწესებს. სააგენტოს ერთ-ერთი ნომინაცია "წლის ადამიანი"-ს დასახელებაა. 2023 წლის ადამიანად კი გეოგრაფი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი და თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი გიორგი დვალაშვილი დასახელდა. 

"გიორგი დვალაშვილი არის ადამიანი, რომელიც დაუღალავად, უდიდესი ენთუზიაზმით და სიყვარულით ზრუნავს იმერეთის რეგიონისა და მისი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენაზე. მის სახელს უკავშირდება არაერთი ნაშრომის გამოცემა, რომელიც სრულყოფილად მოგვითხრობს იმერეთის რეგიონის საინტერესო ძეგლებსა და ადგილებზე. ამ საქმეს ის აკეთებს წლების განმავლობაში თავმდაბლობით და ყოველგვარი აფიშირების გარეშე. სწორედ ამიტომ, ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ "წლის ადამიანად" სწორედ გიორგი დვალაშვილი დაესახელებინა. ვთვლით, რომ საზოგადოებამ კარგ საქმეებში ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ და ერთმანეთს კიდევ უფრო მეტის საკეთებლად მოტივაცია მივცეთ,"-ამბობს "ტოპნიუსი"-ს ხელმძღვანელი ქრისტი ქარჩხაძე. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები