რეკლამა

რას ამბობს მარიტა გუტაშვილი, რომელსაც ონის მერიის დარბევას ედავებიან?

რას ამბობს მარიტა გუტაშვილი, რომელსაც ონის მერიის დარბევას ედავებიან?

მარიტა გუტაშვილი, რომელმაც შოვის ტრაგედიის შედეგად ოჯახის 9 წევრი დაკარგა, ონის მერიაში მომხდარ ინცინდენტზე პირველ კომენტარს აკეთებს. 

"მინდა გამოვეხმაურო ორ საკითხს - „მერიის დარბევასა“ და ონში ჩაშლილ საახალწლო ღონისძიებას, რომლის გაუქმებაც შოვსა და ჩვენს ოჯახს დაუკავშირეს. სამწუხაროდ, ონის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობა გამიუარესდა, ქირურგიული ჩარევა დამჭირდა და საჯაროდ განმარტების გაკეთება აქამდე ვერ შევძელი.

მომხდარს ძალიან განვიცდი და ვწუხვარ. ონის მერიაში მისული ვიყავი ჩემი და ჩემი გარდაცვლილი დის, მეგის მიერ დაწყებული პროექტის გამო, რომლის მიზანიც რაჭაში მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდაა.
მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელიც პროექტის განხილვისას დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა, შეხვედრის დასრულების შემდეგ მოვთხოვე, შეეწყვიტა მსგავსი ქცევა, რაზეც მიპასუხა, რომ შემეძლო მერიაში აღარ მივსულიყავი და სხვა გამეგზავნა. მსგავსმა დამამცირებელმა დამოკიდებულებამ ჩამაგდო აფექტის მდგომარეობაში, რის შემდეგაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება დამჭირდა.

ადგილობრივი თვითმმართველობა ერთ რომელიმე საჯარო მოხელეს ან გადაწყვეტილების მიმღებ პირებს არ ეკუთვნით, ყველა მოქალაქეს გვაქვს უფლება მონაწილეობა მივიღოთ სახელმწიფო საქმეების წარმართვაში იმის მიუხედავად, როგორია ჩვენი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან მიმართებით.

რაც შეეხება ონის მუნიციპალიტეტის მერს, ვადასტურებ, რომ ინციდენტის დროს, როცა მძიმე მდგომარეობაში ვიყავი, ის ნამდვილად მიღებდა ვიდეოს, რასაც ახლა უარყოფს. ამ ფაქტს არაერთი თვითმხილველი ჰყავს. მერის ამ არაადეკვატურმა ქმედებამ ჩემი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.  არ მსურს ვინმე შევაწუხო იმ ტრავმით, რომლითაც მე და ჩემი ოჯახის წევრები შოვის ტრაგედიის შემდეგ ვარსებობთ. არავის მიმართ მტრულად არ ვარ განწყობილი, მე გადარჩენას ვცდილობ მშობლების, ბიძების, ახლო ნათესავების სანუგეშებლად და მხარდასაჭერად - სიმართლის საპოვნელად გამოძიებას ბოლომდე მივყვები!

ონის მერიაში მომხდარ ინციდენტს წინასაახალწლოდ არც მივუბრუნდებოდი, რომ არა ქალაქ ონში 27 დეკემბერს საახალწლო ღონისძიების ჩაშლა, რაც ჩემს ოჯახს და შოვის ტრაგედიას დაუკავშირეს. ჩვენ არაფერ კავშირში ვართ ზეიმის ჩაშლასთან. პირიქით, მე თავად ვარ ჩართული ღონისძიებების ორგანიზებაში, რომლითაც ახალი წლის დღეებში განსაკუთრებით ბავშვებს გავახარებთ,"-ამბობს გუტაშვილი. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები