რეკლამა

რა კეთდება ავტოქარხანაში?-ხელისუფლება მიმდინარე პროექტებს გაეცნო

რა კეთდება ავტოქარხანაში?-ხელისუფლება მიმდინარე პროექტებს გაეცნო

ქუთაისში, ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ბასილაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა მიხეილ გიორგაძემ დაათვალიერეს.  

 ხარებავას 52 ნომერში სპორტული დარბაზის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, რომელიც 2024 წლის 24 აპრილს დასრულდება.აღნიშნული სპორტული დარბაზის რეკონსტრუქციას რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს და მისი ჯამური ღირებულება  635 165 ლარს შეადგენს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება მდინარე ოღასკურის კალაპოტს.  პროექტის მიხედვით მიმდინარეობს კალაპოტის გაღრმავებისა და ჯებირსამაგრი სამუშაოები. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში,  კოლხეთისა და ცახელის ქუჩებზე.


ტეგები:

Facebook - კომენტარები