ვანში მოსახლეობას უცნობი ადამიანი აშინებს
ვანში მოსახლეობა უცნობ ადამიანზე საუბრობს, რომელიც საკუთარ სახლებსა და ეზოებში ადამიანებს აშინებს.
“კვირას ღამით, 02:20 წუთზე დაახლოებით, სანიესოულში აივანზე ამოიპარა ადამიანი (სავარაუდოდ არის ის ადამიანი, ვინც დადის და აშინებს ხალხს) ფარდის გადაწევა ვიგრძენი, წამშივე ავდექი (რადგან არ მეძინა)და გადავწიე ფარდა, ჩემს წინ დაახლოებით ერთ მეტრში იდგა, საშუალო სიმაღლის, გამხდარი, დაბალი თმით და წვრილი გრძელი სახის ადამიანი.
სამწუხაროდ შიშისგან შუქის ანთება წამებში ვერ მოვიფიქრე რომ სახე დამენახა, მაშინვე იქ დაწყობილ ნივთებს ამოეფარა, ჩემს დაძახებაზე ჯერ მიყურებდა ჩამალული და მერე კიბეებზე სწრაფად ჩაირბინა, იყო ფეხშიშველი…
იყავით ფრთხილად, ვისაც ძაღლები გყავთ ყეფვისას მიაქციეთ ყურადღება, განსაკუთრებით ვისაც ფანჯარა ღიაში გძინავთ ჩემსავით, ფანჯარასთან ახლოს…რადგან ეს საშინელი სტრესი არ მიიღოთ რაც მე მივიღე…”





