მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიციატივით, ქუთაისის მუნიციპალიტეტს კომპანია „ჯი ელ გრუპმა“ საბავშვო ბაღებისთვის საჩუქრად ატრაქციონები გადასცა.
ქუთაისის მერის იოსებ ხახალეიშვილისა და კომპანიის დირექტორის ლაშა კოხრეიძის მიერ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც „ჯი ელ გრუპი“ ორ საბავშვო ბაგა-ბაღს საჩუქრად გადასცემს მრავალფეროვან საბავშვო ატრაქციონებს.
"მისასალმებელია, რომ საბავშვო ბაგა-ბაღებზე ზრუნვა მხოლოდ სახელმწიფოს პრიორიტეტი არ არის და კერძო კომპანიებიც ეხმიანებიან ამ ინიციატივას. ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა „ჯი ელ გრუპი“, რომელმაც საბავშვო ბაღებისთვის საჩუქრად გადმოგვცა ატრაქციონები.
იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება და მომავალშიც კიდევ ბევრ ბავშვს გავახარებთ,"-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.