ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რაჭის დაცული ტერიტორიების განვითარებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს.
საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: აბარი, ლიხეთი, ურავი, წესი, მუხლი.
"შეხვედრაზე ჩართული მხარეების მონაწილეობით დეტალურად იქნა განხილული რაჭის რეგიონში დაცული ტერიტორიების განვითარების მნიშვნელობის, ეროვნული პარკის საზღვრების დაზუსტებისა და დემარკაციის საკითხები, რაჭის დაცული ტერიტორიების გაფართოებისა და განვითარების პერსპექტივები, მიმდინარე საქმიანობები და დაგეგმილი პროექტები, დაცული ტერიტორიების მდგრადი მართვის საფუძველზე სარგებლის მიღებისა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობები.
ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები მათთვის საინტერესო თემებზე და პროცესში ჩართული პირებისგან მიეღოთ კომპეტენტური პასუხები.
საინფორმაციო შეხვედრები რომელიც 17 აპრილს დაიწყო და 21 აპრილს დასრულდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით შედგა,"-აცხადებენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.