28-29 ოქტომბერს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში "ხანის დრიფტი" გაიმართება.
ხანის დრიფტი ორდღიანი სათავგადასავლო ფესტივალი-შეჯიბრია თვითმავალი საგორავებით დაშვებაში.
დღე 1
გაიმართება საკვალიფიკაციო დაშვებები - ნაჩვენები შედეგების მიხედვით, მონაწილეები გადანაწილდებიან ნახევარფინალურ ჯგუფებში. ნახევარფინალში გადავლენ მხოლოდ ის მონაწილეები, ვინც საკვალიფიკაციო დროში დაეშვებიან.
დღე 2
გაიმართება ნახევარფინალები და ფინალური დაშვება.
ფესტივალს სამი გამარჯვებული ეყოლება. პრიზები კი ასე გადანაწილდება:
პირველი ადგილი - მოტობლოკი კომპანია ბაუმასგან.
მეორე ადგილი - 500 ლარი
მესამე ადგილი - 300 ლარი.
მონაწილეთა ასაკი 18 წლიდან ზემოთ.
ფესტივალის მონაწილეებს ან მაყურებლებს შეუძლიათ დაბინავდნენ სოფელ ხანში მდებარე სასტუმრო სახლებში ან იქონიონ კარავი და განთავსდნენ ჩვენს მიერ შერჩეულ საერთო საბანაკე ადგილას.
საგორავო-საგრიალოებს ორგანიზატორები ადგილზე დაგახვედრებთ. ყველა საგრიალო იდენტურია, რაც გამორიცხავს უთანასწორობის განცდას.
აუცილებელია მონაწილეებმა თან იქონიონ:
ჩაფხუტი, სამუხლეები და საიდაყვეები
წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაიშვებიან შეჯიბრზე.
ხანის დრიფტში მონაწილეობის ღირებულება - 40 ლარი.
28 ოქტომბერს საკვალიფიკაციო დაშვებები დაიწყება 09:00 საათზე.
მონაწილეები სტარტზე უნდა გამოცხადდნენ არაუგვიანეს 08:30 საათისა.
რეგისტრაცია გაიარეთ აქ:
https://forms.gle/ykpDDdhrm5mV2hFa8
მონაწილეობისთვის საბანკო რეკვიზიტები:
ა/ნ GE84TB7767136512500001
მიმღები ალექსანდრე პაიკიძე
გაითვალისწინეთ, რეგისტრაციასთან ერთად აუცილებელია თანხის ჩარიცხვა, წინააღმდეგ შემთხვევაში რეგისტრაცია დასრულებულად არ ჩაითვლება.
საბანკო გადარიცხვისას დანიშნულებაში მიუთითეთ "ხანის დრიფტი".