ქუთაისის "ტორპედო" სანქციების მოლოდინშია?!

ქუთაისის "ტორპედო" სანქციების მოლოდინშია?!

გულშემატკივრების ინფორმაციით, "ტორპედო" მკაცრი სანქციების მოლოდინშია. 

მათი ცნობით, 27 ივლისს, უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახურ "აქტობესთან" შეხვედრის დასრულების შემდეგ, "შენგელია არენაზე" შეკრებილი გულშემატკივრების მცირე ნაწილი მოედანზე შეიჭრა, ერთ-ერთმა მათგანმა კი მსაჯთან მივიდა და ხელით შეეხო.

"ამის გამო ჩვენი გუნდი მკაცრი სასჯელის მოლოდინშია საუბარია სოლიდურ ფულად ჯარიმაზე და ყველაზე უარესი და მტკივნეული ჩვენთვის, როცა "ტორპედო" ისევ გავა ევრო ტურნირებზე 1 საშინაო შეხვედრას ცარიელი ტრიბუნების წინაშე ითამაშებს.

მაშინ, როცა ყველა განსაკუთრებით ველოდებით ევრო ტურნირებს, ძლივს მეოთხე კატეგორიის სტადიონი გვეღირსა ქუთაისში, ვთამაშობთ თამაშებს და ამ დროს ვიღაც ერთეულების სულელური საქციელის გამო, ყველა უნდა დავისაჯოთ.

ბოლო დროს ტრადიციად იქცა მოედანზე გადახტომები, რაც როგორც გუნდს, ისე ჩვენც გვაზარალებს.

ყველას მოგიწოდებთ, რომ შემდეგ შეხვედრებში მაქსიმალურად შეიკავოთ თავი მსგავსი ქმედებებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნულ ლიგაშიც აგვიკრძალავენ თამაშებზე დასწრებას, რაც მარტო ჩვენზე არა, ჩვენი გუნდის შედეგებზეც უარყოფითად აისახება.

იმედია სასწაული მოხდება და ავცდებით ამ ჯარიმებს, მაგრამ როგორც ამბობენ, 1%-იც არ არისმაგის შანსი. მომხდარს ვეღარ ვუშველით, მაგრამ შემდეგში აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ ეს ყველაფერი,"-აცხადებენ გულშემატკივრები.


ტეგები:

Facebook - კომენტარები