TOPNEWS » მთავარი თემა » ცაგერში ღვაწლმოსილ ქალბატონებს საჩუქრები გადასცეს

ცაგერში ღვაწლმოსილ ქალბატონებს საჩუქრები გადასცეს

ცაგერში ღვაწლმოსილ ქალბატონებს საჩუქრები გადასცეს

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი ლეჩხუმში მცხოვრებ ღვაწლმოსილ ქალბატონებს ესტუმრნენ, მათ ყვავილები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ქალაქ ცაგერში მცხოვრები ლედი ხაბულიანი და სოფელ დეხვირში მცხოვრები ციცო სვანიძე წლების განმავლობაში ეწეოდნენ პედაგოგიურ საქმიანობას, ხოლო ქალაქ ცაგერში მცხოვრები 97 წლის ლოლა მუშკუდიანი არის ღვაწლმოსილი ბიბლიოთეკარი.

მუნიციპალიტეტისა და მხარის ხელმძღვანელებმა ლეჩხუმელ ქალბატონებს ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და დღეგრძელობა უსურვეს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu