"საქართველოს რკინიგზა" რაჭაში, კურორტ შოვში გარდაცვლილი თანამშრომლის გამო, სამძიმარს გამოთქვამს.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კურორტ შოვში მომხდარი უდიდესი ტრაგედიის გამო და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს.
ჩვენთვის განსაკუთრებული დანაკლისია გიორგი გოგინაშვილის გარდაცვალება. მისი გადაღებულია საქართველოს რკინიგზის 2022 წლის ვიდეო რგოლების სერია. ვიზიარებთ მისი ოჯახისა და ახლობლების ტკივილს და თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ,"-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.