რეკლამა

დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 39 გრადუსამდე აიწევს

დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 39 გრადუსამდე აიწევს


სინოპტიკოსები მიმდინარე კვირის განმავლობაში ტემპერატურის მატებას პროგნოზირებენ.

 "მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება (თბური ტალღა). ცალკეულ დღეებში, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია  +37,  +39◦C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში  +39,  +41◦C-ს მიაღწიოს. 

ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა  +33,  +38◦C, მაღალმთაში  +28,  +33◦C მდე მოიმატებს. მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურები სითბური სტრესის, ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელმშემწყობ პირობებს წარმოადგენს,"-აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები