რეკლამა

10 აგვისტოს ქუთაისში დემოკრატიის ფესტივალი გაიმართება

10 აგვისტოს ქუთაისში დემოკრატიის ფესტივალი გაიმართება

„აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)“ 10 აგვისტოს ქუთაისში დემოკრატიის ფესტივალს ჩაატარებს.

" ფესტივალზე თქვენს განწყობაზე 18:00 საათიდან იზრუნებს ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“.

ფესტივალზე მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური პარტიებისა და მოძრაობების, არასამთავრობო სექტორის, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, ცესკო, ხელოვანები, არტისტები, მცირე და საშუალო მეწარმეები.

ფესტივალზე დასწრება უფასოა და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

 DemFest ინოვაციური ფესტივალია, რომლის მთავარი იდეა დემოკრატიის და მისი სულისკვეთების აღნიშვნაა. ფესტივალი ხელს უწყობს საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის დიალოგს და სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის გაძლიერებას.

 მასპინძელი ქალაქებია:
 წალენჯიხა - 27 ივლისი
 თელავი - 3 აგვისტო
 ქუთაისი - 10 აგვისტო
 ბათუმი - 17 აგვისტო

 ფესტივალი ჩატარდება „დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის (DIPD)” მხარდაჭერით,"-ნათქვამია ღონისძიების ანონსში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები