რეკლამა

ხონში დევნილი ბავშვებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

ხონში დევნილი ბავშვებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

ხონის დევნილთა დასახლების კულტურის ცენტრში, დევნილი და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის საახალწლო-საშობაო ღონისძიება გაიმართა.

ქუთაისის ნიღბების თეატრის შემოქმედებითმა დასმა, პატარებს სხვადასხვა ზღაპრის პერსონაჟები გაუცოცხლეს, ახალი წლისა და შობის დღესასწაული მიულოცეს და ბედნიერი 2024 წელი უსურვეს.

ბედნიერი და წარმატებული წელი მინდა გისურვოთ ჩემო პატარებო. განვითარების ბევრი შესაძლებლობისა და სათანადო გარემოს შესაქმნელად ძალიან ბევრს ვიშრომებთ. მინდა ბედნიერებს და ლაღებს გხედავდეთ. გილოცავთ ახალ 2024 წელს! მშვიდობას, სიკეთეს და სიხარულს გისურვებთ,"- პატარებს მიმართა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ.

ღონისძიებას ხონის მუნიციპალიტეტის  საჯარო მოხელეები  და აფხაზეთიდან დევნილი პატარების მშობლები ესწრებოდნენ. 

დასასრულს თოვლის ბაბუამ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები დაურიგა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები