ამბროლაურის მერია მევენახეობა-მეღვინეობის და ძველი რაჭული ვაზის ჯიშების აღდგენა/განვითარებას შეუწყობს ხელს
ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მევენახეობა-მეღვინეობის და ძველი რაჭული ვაზის ჯიშების აღდგენა/განვითარების ხელშეწყობის მიზნით სუფსიდიის პროგრამა ამოქმედდება.
პროგრამის მიზანია, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაშენების პირას მყოფი უნიკალური ვაზის ჯიშების აღდგენა-პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის მიკრო ზონაში მოქმედ ყველა საოჯახო მეურნეობას, რომელთა ვენახების ჯამური ფართობი არ აღემატება 1 ჰა-ს და ფლობს ვაზის სამიზნე ჯიშებს გარდა ‘’ალექსანდროულის’’ და ‘’მუჯურეთულის’’ ჯიშის ვაზისა.
პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 250 000 ლარს. სარგებლობა შესაძლებელია ერთჯერადად და ერთ მოსარგებელზე გასაცემი მაქსიმალური თანხის ლიმიტი არაუმეტეს 2 000 ლარია.
პროგრამით გათვალისწინებული თანხის მიღების მიზნით განაცხადების მიღება იწყება 2025 წლის 20 აპრილიდან და სრულდება 2025 წლის 30 აგვისტოს.
დეტალური ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურს.

















