TOPNEWS » მთავარი თემა » ლენტეხის სოფლებში წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა

ლენტეხის სოფლებში წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა

ლენტეხის სოფლებში წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა

წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ღელეების ადიდება გამოიწვია, რამაც  რამდენიმე ოჯახი დააზარალა.

წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა.

არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი.

ხელისუფლების წარმომადგენლები  მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდნენ, უახლოეს პერიოდში დაიწყება პროექტირება შესაბამისი სამსახურების მიერ აღნიშნული პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu