რეკლამა

ქუთაისში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს

ქუთაისში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს

27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე დრამატულ თარიღია თანამედროვე საქართველოს ისტორიაში - 30 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა აფხაზეთის ომი.

იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა ლევან სანიკიძემ, ქუთაისის მერის მოადგილემ თამარ დახუნდარიძემ,  საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ,  ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად,  პატივი მიაგეს აფხაზეთის ომის გმირების ხსოვნას.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა „ნინოშვილის სკვერში“ ყვავილებით შეამკეს გმირთა მემორიალი. სასულიერო პირებმა ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

სოხუმის დაცემის დღის გამო და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ქუთაისში,  ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.


ტეგები:

Facebook - კომენტარები