"გაგრა"- სა და "სამტრედია"-ს შორის დღეს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩი "სამტრედია"-ს გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის.
კლუბის გულშემატკივრების განცხადებით, ვინაიდან მათი მოთხოვნა მთავარი მწვრთნელის განთავისუფლებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა, შეხვედრა "სამტრედიის" გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის.
"ეს გუნდი არ არის რომელიმე ერთი ადამიანის, ეს გუნდი არის ქალაქის, თითოეული სამტრედიის გულშემატკივარის!
გუნდს, რომელიც 12 თამაშიდან მხოლოდ ერთ თამაშს მოიგებს, წესით ჩვენი მოთხოვნა და შეხსენება არ უნდა სჭირდებოდეს, როგორ უნდა მოიქცნენ.
სამტრედიის უკლებლივ ყველა გულშემატკივარი ამ ეტაპზე ვითხოვთ მწვრთნელის განთავისუფლებას, რათა უკეთესობისკენ შეიცვალოს გუნდის მდგომარება.
თუ ესეც არ იქნება, გამოსავალი შემდეგ სხვა ზომებს მივმართავთ!
სატრასნფერო ფანჯრის გახსნამდე კი შევიკრიბებით შევხვდებით გუნდის ხელმძღვანელებს და ვეტყვით ჩვენს სათქმელს!
ამ ქალაქში ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გულშემატკივრის აზრს, ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს ღებულობდნენ და ყოველთვის მხოლოდ და მხოლოდ გუნდის საკეთილდღეოდ მოქმედებდნენ.
რაც ყველაზე მთავარია, არასდროს მიუტოვებიათ საყვარელი ქალაქის გუნდი!
ჩვენ სამტრედიელები ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს გუნდი გადავარჩინოთ და ამოვიყვანოთ ამ მდგომარეობიდან. ეს გუნდი ჩვენი გუნდია. ერთად ყველაფერი გამოგვივა!
ერთმანეთისთვის,"-აცხადებენ გულშემატკივრები.