რეკლამა

თერჯოლის ორ სოფელში საბავშვო ბაღები ეწყობა

თერჯოლის ორ სოფელში საბავშვო ბაღები ეწყობა

თერჯოლაში, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის მიზნით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ეწრის საბავშვო ბაღის შენობის მარცხენა ფლიგელის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. აღნიშნულ სივრცეში, სადაც 2-3 წლიანთა ჯგუფი განთავსდება, კეთილმოეწყო ოთახები,სველი წერტილები, მოწესრიგდა გარე ფასადი. შემდგომ ეტაპზე კი  დაგეგმილია ბაღის ინვენტარიზაცია.

 "აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის სამუშაოები ძევრის სკოლამდელ დაწესებულებაში, სადაც 50 აღსაზრდელზე  გათვლილი  შენობის შიდა სივრცეში სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. კერძოდ, ამ დროისათვის ეწყობა ოთახები და მიმდინარეობს წინა მოსამზადებელი სამუშაოები  ცენტრალური გათბობის სისტემის და სველი წერტილების დასამონტაჟებლად. თანამედროვე სტანდარტების  შესაბამისი  სასწავლო დაწესებულება ადაპტირებული იქნება შშმ  პირთათვისაც. სკოლამდელ დაწესებულებაში მოხდება ხარისხიანი ინვენტარის შეტანა და კეთილმოეწყობა შენობის გარე სივრცეც.

 სოფლისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი მგფ-იდან ფინანსდება,როგორც სამუშაოებზე პასუხისმგებელი კომპანიის ,,იმერეთმშენი-2000“ ის წარმომადგენლები აცხადებენ, სოფელს დასრულებული და კეთილმოწყობილი სკოლამდელი დაწესებულება, სექტემბრის ბოლოს ჩაბარდება,"-აცხადებენ თერჯოლის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები