რეკლამა

"სანამ უბედურება მოხდება, გთხოვთ მიიღოთ საჭირო ზომები,"-ჭიათურაში ავარიულ ლიფტებს უჩივიან

"სანამ უბედურება მოხდება, გთხოვთ მიიღოთ საჭირო ზომები,"-ჭიათურაში ავარიულ ლიფტებს უჩივიან

ჭიათურაში მოქალაქეები ლიფტების გაუმართაობაზე საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ. 

"ნიკოპოლის ქ N2-ში, მეორე სადარბაზოში ლიფტით მგზავრობის დროს მოხდა ძალიან საშიში შემთხვევა. ვიყავით 2 ახალგაზრდა ქალბატონი 2 მცირეწლოვანი ბავშვით(3 და 4 წლის). მაღლიდან ჩავდიოდით და უეცრად დაასკდა კაბინა შახტაში, ვიკივლეთ შიშისგან, ბავშვები ატირდნენ, პანიკაში ჩავარდნენ. შიგნით კარი რომ გავხსენი, პირველ სართულს ჩაცდენილი ვიყავით ნახევარზე.

ანალოგიური შემთხვევა როგორც გავიგე, ბევრჯერ მომხდარა და ძალიან საყურადღებო და სასწრაფოდ შესაცვლელია ლიფტის სისტემა.
სრულიად განახლებაა საჭირო და არა ყოველდღე რემონტი. სანამ უბედურება მოხდება, გთხოვთ გაითვალისწინოთ და მიიღოთ საჭირო ზომები,"-ამბობს მარიამ ბედინაშვილი. 

რა გეგმა აქვს ჭიათურის მერიას ავარიულ ლიფტებთან დაკავშირებით, აღნიშნულ კითხვაზე პასუხს topnews.ge მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


ტეგები:

Facebook - კომენტარები