ზესტაფონში, ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ 200 ფრთა კოლხური ხოხობი ბუნებაში გაუშვა

ზესტაფონში, ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ  200  ფრთა კოლხური ხოხობი ბუნებაში გაუშვა


ადგილობრივი ფაუნის სახეობათა მხარდასაჭერად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების  ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა,  ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად,  ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კოლხური ხოხბები გაუშვეს.

"დაცარიელებული სივრცეების შევსების და ადგილობრივი გარეული სახეობებით აღდგენა - გამრავლების პროექტს  საქველმოქმედი ფონდი "აგრო ქართუ" ახორციელებს.   ფონდის ძალისხმევით, პირველ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით 2500  - ზე მეტი  ხოხობი და კაკაბია ველურ ბუნებაში გაშვებული.

კოლხური ხოხობი საქართველოში ენდემური სახეობაა.  შემცირებული სახეობების აღდგენა - გამრავლების ხელშეწყობის პროექტი ფონდი "აგრო ქართუს" მიერ 2016 წლიდან ხორციელდება,"-აცხადებენ მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები