TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო
ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო
ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.
ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა და ქუთაისის დელეგატმა მიმართეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყურადღება პატარების როლზე გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ მათი მიზა ნი მომავალი თაობისთვის უკეთესი ქვეყნის შენებაა.
ცენტრალურ მოედანზე გრანდიოზული გალა კონცერტი გაიმართა, რომელშიც თამთა ჭელიძე, დათუნა მგელაძე, თაკო გაჩეჩილაძე, ნინი ქარსელაძე, კახა კუხიანიძე, მარიკა თხელიძე და ჯგუფი "ქუჩის ბიჭები" მონაწილეობდნენ.
დადებით განწყობას იზიარებენ ადგილობრივებიც, რომლებიც ამბობენ, რომ დღესასწაულზე ოჯახის წევრებთან ერთად მოვიდნენ.





