TOPNEWS » მთავარი თემა » ტყიბულიდან სოფელ მუხურას მიმართულებით გადაადგილება შეზღუდულია

ტყიბულიდან სოფელ მუხურას მიმართულებით გადაადგილება შეზღუდულია

ტყიბულიდან სოფელ მუხურას მიმართულებით გადაადგილება შეზღუდულია

ტყიბულის მუნიციპალიტეტში თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა  ელექტრო გადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც ტყიბულის მოსახლეობას, როგორც ქალაქში, ისე რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში, ელექტრო-ენერგიის მიწოდება შეუწყდა. ამ დროისათვის დაზიანების დიდი ნაწილი აღმოფხვრილია.

მერიის ინფორმაციით, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა  და დილიდან  აქტიურად ხორციელდება,  როგორც სოფლებამდე მისასვლელი, ისე ცენტრალური და  შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები.

ტყიბულიდან სოფელ მუხურის მიმართულებით რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო მიმოსვლა შეზღუდულია.

გაწმენდით სამუშაოებს ცენტრალურ გზაზე, საქართველოს საავტომობილო  გზების დეპარტამენტი, ხოლო სოფლებსა და  უბნებში, ტყიბულის კომუნალური გაერთიანება ახორციელებს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu