წყალტუბოსა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში კომპანია "მაგთი"-ს მუშაობით ადგილობრივები უკმაყოფილო არიან. როგორც მოსახლეობა ამბობს, არ მიეწოდებათ ინტერნეტი. კომპანიასთან საკითხის არაერთხელ გაჟღერების მიუხედავად, პრობლემა კვლავ პრობლემად რჩება.
"წყალტუბოში მაგთის ოფისი მუშაობს თუ სამუდამოდ დაიკეტა? უკვე ძალიან უნამუსონაში გადახვედით და უბრალო მომაკვდავ ხალხსაც გვაქვს მოთმინების ლიმიტი. მსგავსი უპასუხისმგებლობა არც გამიგია: 2023 წლის 25 დეკემბრის შემდეგ ტელევიზია და ინტერნეტი გვაქვს გათიშული და ყოველდღიური დარეკვის შედეგად პასუხი მხოლოდ ერთია: მოვლენ, ოღონდ არ იციან როდის. ახლა თქვეს ელექტრომეურნეობამ უნდა დაგვრთოს ნებაო. შეთანხმდით მაინც რას აპირებთ ბოლო-ბოლო,"-ამბობს ადგილობრივი თამუნა ყურაშვილი.
როგორც ცნობილია, ანალოგიური პრობლემაა ჭიათურაშიც.
"მართლა უნამუსობაში გადასდით. ველოდები 23 დეკემბრიდან. მერამდენე საყვედური იწერება "მაგთიზე", რაღაც ხომ უნდა შეცვალონ სასიკეთოდ".