რეკლამა

ვანში მეწყრული პროცესები გააქტიურდა

ვანში მეწყრული პროცესები გააქტიურდა

ინტენსიურმა წვიმებმა მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვია ვანის მუნიციპალიტეტში. შეზღუდული იყო გადაადგილება ვანის სოფელ უხუთის გზაზე, სადაც გაწმენდითი სამუშაოები უკვე ჩატარდა და მოძრაობა აღდგა. 

ვანის კიდევ ერთ სოფელში, შუამთაში, ადიდებულმა მდინარე ყუმურმა მოსახლეობა დააზარალა. უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ სამტრედიის სოფელ ტოლებთან დამაკავშირებელი ხიდის ნაწილი წაიღო. ამ დროისთვის ხიდზე გადაადგილება აკრძალულია. 

მოსახლეობასთან კონტაქტზე იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები