TOPNEWS » მთავარი თემა » სოფელ ტვიშთან კლდე ჩამოიშალა

სოფელ ტვიშთან კლდე ჩამოიშალა

სოფელ ტვიშთან კლდე ჩამოიშალა

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე ჩამოსულია კლდოვანი მასა, რომელმაც ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი. ქვისცვენის გამო. აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. არასათანადო ხილვადობის გამო, გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დილით  განახლდება,"-ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც top-news.ge-ს განუცხადეს, შეზღუდვა ცაგერის სოფელ ტვიშის ტერიტორიას ეხება. ცნობილია ისიც, რომ გზა ერთხელ უკვე გაიწმინდა, თუმცა კლდოვანი მასა კვლავ ჩამოიშალა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu