რეკლამა

საჩხერის მერიამ 2023 წლის საუკეთესო სპეციალისტები გამოავლინა

საჩხერის მერიამ 2023 წლის საუკეთესო სპეციალისტები გამოავლინა

საჩხერის მერიამ 2023 წლის საუკეთესო მუშაკები შემდეგ ნომინაციებში გამოავლინა:

„წლის საუკეთესო სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომელი“ -  სოფელი ჭალის საბავშვო ბაღის პედაგოგი, ეკატერინე მიქაბერიძე;

„წლის საუკეთესო ახალგაზრდა“ – 2023 წლის საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონი კრივში გიორგი ჭიღლაძე;

 „წლის საუკეთესო პედაგოგი“ - ვიქტორ ნოზაძის სახელობის, სოფელ მოძვის საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი, ქალბატონი ნინო ცარციძე;

ნომინაცია -„წლის საუკეთესო მედიკოსი“ - საჩხერის სამედიცინო ცენტრის ქირურგი, სიმონ ხვედელიძე;

 „წლის საუკეთესო მეხანძრე - მაშველი“ - საჩხერის სახანძრო - სამაშველო სამსხურის თანამშრომელი ბატონი გურამ გოგოლაძე;

 „წლის საუკეთესო ჯარისკაცი“-  ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის შტაბის არასაიდუმლო საქმის მწარმოებელი, უფროსი სერჟანტი მაია ხითარიშვილი; 

 „წლის საუკეთესო პოლიციელი“ - უმცროსი ლეიტენატი, თამაზ კომლაძე; 
„წლის საუკეთესო პატრულ - ინსპექტორი“ -  იმერეთის სახაზო - საპატრულოს საჩხერე - ჭიათურის განყოფილების პატრულ - ინსპექტორი გია ჩინჩალაძე; 

 „ ქალაქის ქომაგი“   - ა(ა)იპ„ზურმუხტის“ ელექტრიკოსი, ბატონი თამაზ სოფრომაძე;

 „წლის საუკეთესო კულტურის მუშაკი“ -  ჯურხა ნადირაძის სახელობის საჩხერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი  თამარ კაციტაძე;  

 „წლის საუკეთესო კულტურული  პროექტი“ - პროექტი „სრულიად საქართველოს მეშვიდე, საიუბილეო კონკურს-ფესტივალი და როგორც ფესტივალის იდეის, ასევე დასახელებული პროექტის  ავტორი და მთავარი ორგანიზატორი,  ლია ვეშაპიძე; 

„წლის საუკეთესო საჯარო მოხელე“ მუნიციპალიტეტის საკრებულოდან, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, მარინა მაჭავარიანი; 

„წლის  საუკეთესო საჯარო მოხელე“ მუნიციპალიტეტის  მერიიდან,  კულტურის სამსახურის ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი,  სოფიო აბაშიძე;

„წლის საუკეთესო სპორტსმენი“  ლაშა ტალახაძის სახელობის საჩხერის ძალოსნობის დარბაზის აღზრდილი, მიმდინარე წლის ევროპის ჩემპიონი, აკვრაში მსოფლიო ჩემპიონი და ორჭიდში პრიზიორი გიორგი კირვალიძე;

 „წლის მოვლენა“ - ევროპისა და მსოფლიოს 7 -7 გზის ჩემპიონი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და მრავალგზის რეკორდსმენი, ლაშა ტალახაძე. 

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ  მადლობის ბარათით დააჯილდოვა, საჩხერის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი გიორგი შუკაკიძე - შოვის ტრაგიკული მოვლენების ლიკვიდაციაში თავდადებული მონაწილეობისათვის; ასევე საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომელი ჟანა შუკაკიძე, 2023 წელს საჩხერის ღირსებისა და პრესტიჟის განმამტკიცებელი ფოტო პროექტების გადაღებისთვის. 

ზემოხსენებულ ნომინაციებში გამარჯვებულთან დაჯილდოების ცერემონია 2 იანვარს, საჩხერის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზეიმო კონცერტის დაწყების წინ გაიმართა. 

გამარჯვებულები საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გაგა დარბაიძემ დააჯილდოვეს.


ტეგები:

Facebook - კომენტარები