ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ გამარჯვების ადმინისტრაციული ერთეულში ის ადგილები დაათვალიერა, სადაც მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული სამუშაოებია დაგეგმილი.
საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი შენგელიამ აღნიშნული სამუშაოების შესახებ დღეს ინფორმაცია მოსახლეობას მიაწოდა. გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის ამ ეტაპზე 1 897 661 ლარია გათვალისწინებული.
" რეაბილიტაცია ჩაუტარდება ბუხაიძის ქუჩა ს/კ 03.04.21 292 სკვერს, ახალი სკვერი მოეწყობა ბუხაიძის მეორე შესახვევში ს/კ 03.01.22 331. სამუშაოების ღირებულება 626,123.00 ლარს შეადგენს.
საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება ირაკლი აბაშიძის გამზირი N 33 (კარიტასი მისასვლელი გზა) 332,500.00 ლარი, გურიელის ქუჩაზე - 422,750.00 ლარი და სამუშაოები ჩატარდება ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრიდან ბუხაიძის ქუჩამდე მისასვლელი გზაზე - 844,154.80ლარი. აღნიშნულ ქუჩაბზე მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა და საფეხმავლო ბილიკები. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდება, მაღლივი ბინების სადარბაზოების ფანჯრები და კარებები,"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.