რეკლამა

2023 წელს შემოსულობების გეგმა ხარაგაულმა 103,4 %-ით შეასრულა

2023 წელს შემოსულობების გეგმა ხარაგაულმა 103,4 %-ით შეასრულა

დღეს ხარაგულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.

სხდომაზე მერის პირველმა მოადგილემ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის ბიუჯეტის ანგარიში წარადგინა და საკითხის ირგვლივ ვრცლად ისაუბრა. 

საკრებულოს წევრების წინაშე, სიტყვით გამოსვლილსას ვარლამ ჭიპაშვილმა ვრცელი განმარტება და კომენტარი გააკეთა ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახადების და ხარჯების  ნაწილში.

"ფაქტიურად, 2023 წელს ხარაგულის მუნიციპალიტეტმა მიიღო 24 739,4 ათასი ლარის შემოსულობები. შემოსულობების გეგმა შესრულებულია 103,4 %-ით. გეგმის ზევით მობილიზებულია 803,5 ათასი ლარი, ხოლო გასულ 2022 წელთან შედარებით მიღებულია 1 155,2 ათასი ლარით მეტი შემოსულობები,"-განაცხადა ვარლამ ჭიპაშვილმა. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები