TOPNEWS » მთავარი თემა » ხარაგაულში, სტიქიის ზონაში სპეციალური სამსახურები მუშაობას აგრძელებენ

ხარაგაულში, სტიქიის ზონაში სპეციალური სამსახურები მუშაობას აგრძელებენ

ხარაგაულში, სტიქიის ზონაში სპეციალური სამსახურები მუშაობას აგრძელებენ


ხარაგაულში, სტიქიის ზონაში სპეციალური სამსახურები მუშაობას აგრძელებენ. მუნიციპალიტეტში საგანგებო შტაბი არის შექმნილი. 

 ამ დროისთვის, სპეციალური ტექნიკის მეშვეობით, მდინარე ყარნებას კალაპოტის დაღრმავება და გასუფთავება ხდება.

“სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების მიერ ჩატარებულმა სამუშაოებმა შედეგი გამოიღო. ამ დროისთვის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სტიქის ზონაში დაგუბებული მდინარე ყარნებადან წყლის გამოდინება ზომიერად  დაიწყო და დაგუბების დონემ დაიკლო,”-ამბობს მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი. 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღვერკსა და ხემაღალში მეწყრული პროცესები განვითარდა, რის გამოც სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.  ტერიტორიაზე გადაადგილება აკრძალულია. 

კონტროლდება მდინარის კალაპოტში დაგუბებული წყლის გამტარობა, ასევე მეწყრული პროცესების დინამიკა. შესაბამისი სამსახურები მუშაობენ მდინარის კალაპოტის გაფართოებასა და დაგუბების ზონების აღმოფხვრაზე. მდინარის კალაპოტი გაიწმინდება მეწყრული მასისგან, რათა უზრუნველყოფილი იყოს წყლის უსაფრთხო გადინება.

მდინარის ხეობაში არსებული ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu