რეკლამა

ხარაგაულის სოფელ გედსამანიას სტიქიამ მილიონ ლარამდე ზარალი მიაყენა

ხარაგაულის სოფელ გედსამანიას სტიქიამ მილიონ ლარამდე ზარალი მიაყენა

ხარაგაულში, სოფელ გედსამანიაში, სტიქიისაგან დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

დილიდან სამუშაოების დაგეგმვის და ზარალის აღრიცხვის მიზნით,  ადგილზე მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები, რომელსაც მერი, კობა ლურსმანაშვილი ხელმძღვანელობს.

წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოდ, ზარალი მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

"წუხანდელი ღამის შემდეგ, სტიქიის ზონაში იმყოფება ხარაგაულის მერი.

სოფელში ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ, მდინარე უხადურას ადიდება გამოიწვია. 

მდინარე უხადურას ასეთი წყალუხვობა უხუცესს გედსამანიელებსაც არ ახსოვთ. 

ადიდებულმა მდინარემ  დაანგრა და წაიღო 6  ხიდბოგირი. სოფლის ცენტრალური გზა დაფარულია  ლოდებით და დიდი რაოდენობით ქვა ღორღით, რამდენიმე ადგილზე გამოცლილია მიწა. ჩადუნლების უბანში წაღებულია საუბნო გზა.

დაზიანებულია  სავარგულები, ავტომობილები, დატბორილია ეზოები. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. 

სოფლის ცენტრიდან გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ფეხით, რადგან  მდინარემ კალაპოტი შეიცვალა და გზაზე მოედინება.

კობა ლურსმანაშვილი აქტიურ კომუნიკაციაშია სამხარეო ადმინისტრაციასთან, მთავრობის კანცელარიასთან, მაჟორიტარ დეპუტატთან  და შესაბამის სამინისტროებთან. როგორც მერი აცხადებს, ხარაგაულის  მერია ყველა პროცედურას გაივლის, რომ მუნიციპალიტეტმა საჭირო და დროული ფინანსური დახმარება მიიღოს,"-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები