რეკლამა

გულბანდიანის კონწოლია-ეკლესია ზესტაფონის სოფელ ზედა საქარაში

გულბანდიანის კონწოლია-ეკლესია ზესტაფონის სოფელ ზედა საქარაში

ზესტაფონის სოფელ ზედა საქარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (გულბანდიანის კონწოლია) IX - X საუკუნეებით თარიღდება. ეკლესია გუმბათოვანია, აშენებულია ქვითა და კირით. აქვს ორი შესასვლელი, სამხრეთით და დასავლეთით. ორივე შესასვლელი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი თაღოვანი.
ტაძარში შემორჩენილია ფრესკების ძალიან მცირე ფრაგმენტები. საკურთხევლის კონქში გვხვდება მაცხოვარის, ღვთისმშობელის და ნათლისმცემელის ფრესკები. ეკლესია გარედან მოხატულია ქართული ორნამენტებით.
ეკლესიის დასავლეთით მიწისქვეშა სათავსოა მოწყობილი, რომელიც ორი, ერთმანეთთან დაკავშირებული ოთახისგან შედგება.
ტაძრის ჩრდილოეთის მხარეზე არის ხუცურად შესრულებული წარწერა.
ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა 1951 და 2005 წლებში.

ტეგები:

Facebook - კომენტარები