არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს დამფუძნებლის, თორნიკე ბარათაშვილის განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსში დროებითი გადახურვის მოწყობა ვერ მოესწრო.
"გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მიერ ახალი დროებითი გადახურვის სამუშაოების დასრულების ვადად 15 აგვისტო იყო დასახელებული.
დღევანდელი მდგომარეობით, სამუშაოები ვერ დასრულდა, მასშტაბურია სივრცე, სადაც კონსტრუქციები და სახურავი ჯერ კიდევ არ არის მოწყობილი.
მეტიც, გარე სამუშაოები გარკვეული პერიოდის მანძილზე სურათზე მოცემულ ნიშნულზეა გაჩერებული.
პროცესის შეჩერევის მიზეზები უცნობია. კომიტეტის საინფორმაციო პლათფორმაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
რამდენადაც სამუშაოების გეგმა ხელმისაწვდომი არ არის, ძნელი დასადგენია, რა ეტაპზე გაჩნდა შეფერხება. ერთადერთი მიზეზი რომ დროის არასწორი გათვლა არ არის, ამაზე ბოლო პერიოდის მანძილზე ფიზიკური სამუშაოების შეწყვეტა მეტყველებს.
ველოდებით კომიტეტის განცხადებას, პროცესში გამოვლენილი პრობლემების, სამუშაოების შეჩერების მიზეზებისა და ახალი ვადების შესახებ,"-ამბობს თორნიკე ბარათაშვილი.