TOPNEWS » მთავარი თემა » ხარაგაულის მერია ასწლოვან ქალბატონს 2000 ლარს ჩაურიცხავს

ხარაგაულის მერია ასწლოვან ქალბატონს 2000 ლარს ჩაურიცხავს

ხარაგაულის მერია ასწლოვან ქალბატონს 2000 ლარს ჩაურიცხავს

საღანძილის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩხერში მცხოვრებ ქეთევან ფურცელაძეს 100 წელი შეუსრულდა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა,  მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით კიკნაძემ სოფლის წარმომადგენლებთან ერთად,  უხუცეს ქალბატონს  დაბადების დღე  მიულოცეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა  ქეთევან ფურცელაძეს ჯანმრთელობა, მხნეობა და მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად ტკბილი სიბერე უსურვეს.

 ქალბატონ ქეთევანს  მუნიციპალიტეტის მერიის 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების დახმარების პროგრამის ფარგლებში  საჩუქარად 2000 ლარი ჩაერიცხება.

“ღვაწლმოსილი  ადამიანების დაფასება, მათდამი პატივისცემის გამოხატვა თითოეული  ჩვენგანის  მოვალეობაა. ხარაგაულის მერია ტრადიციისამებრ ულოცავს უხუცეს მოქალაქეებს იუბილეს. სასიხარულოა, რომ მუნიციპალიტეტში გვყავს ასეთი  ადამიანები. მინდა ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ვუსურვო ქალბატონ ქეთევანს, კიდევ მრავალი წელი ამშვენებდეს თავის ნაამაგარ კერასა და შთამომავლობას,”-აღნიშნა ხარაგაულის მერმა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu