TOPNEWS » მთავარი თემა » ბაღდათში გეოლოგები მუშაობენ

ბაღდათში გეოლოგები მუშაობენ

ბაღდათში გეოლოგები მუშაობენ

ბაღდათში განვითარებულ მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

”27 აგვისტოს მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექებმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დასახლებაში, მეწყრული, ღვარცოფული, წყალმოვარდნითი და ეროზიული პროცესების გააქტიურება და ტერიტორიების დატბორვა გამოიწვია.

სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა საავტომობილო გზები, ხიდები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტი. დაიტბორა მოქალაქეთა საკარმიდამო ნაკვეთები და  საცხოვრებელი სახლები. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებითა და ჰიდროლოგებით დაკომპლექტებული საველე ჯგუფები, მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, ადგილზე, უწყვეტ რეჟიმში, შექმნილ ვითარებას  აფასებენ.

სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად,”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu