ვანის მუნიციპალიტეტის მერია მოგაწოდოთ ვანი-ზედავანი, გადიდის და ონჯოხეთის დამაკავშირებელი ხიდის ჩანგრევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"მიმდინარე წლის 23 იანვარს, ძლიერი წვიმების შედეგად ვანი-ზედავანის, ონჯოხეთისა და გადიდის დამაკავშირებელი ხიდის საძირკველი გამოირეცხა. ხიდი ამავდროულად იყო ძველი, გასული საუკუნის 60-იან წლებში აგებული და რამდენიმედღიანი სტიქიური წვიმის შემდეგ ჩაინგრა. იმავე დღის ბოლომდე უკვე აღდგენილი იქნა აღნიშნულ სოფლებთან დამაკავშირებელი ალტერნატიული გზა.
30 იანვარს გადაუდებელი წესით გაფორმდა ხელშეკრულება ხიდის რეაბილიტაციის პროექტის შეძენაზე, რომელიც მოწოდებული იქნება 15 კალენდარულ დღეში. ასევე, გადაუდებელი წესითვე მოხდება სამუშაოების შესყიდვა და დაიწყება ხიდის აღდგენა.
ზედავანი-ონჯოხეთის გზა ერთადერთია ვანის მუნიციპალიტეტში, რომელიც არაა კაპიტალურად მოწყობილი, რთული რელიეფის გამო, თუმცა არსებული გრუნტის გზის შეკეთება ყოველწლიურად ხორციელდება. დაგეგმილია აღნიშნული გზის ასფალტ-ბეტონით მოწყობა მიმდინარე წელს. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, გაზი მიყვანილია სოფელ ონჯოხეთში თითოეულ მაცხოვრებლამდე. მათი ქსელში ჩართვა მოხდება ეტაპობრივად, მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად,"-აცხადებენ ვანის მერიაში.