TOPNEWS » მთავარი თემა » წყალტუბოში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმის ეზოში ამფითეატრი ეწყობა
წყალტუბოში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმის ეზოში ამფითეატრი ეწყობა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნეში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმის ეზოში ამფითეატრის და დამხმარე ნაგებობების რეაბილიტაცია-მოწყობა მიმდინარეობს.
ურბანული განვითარების მიმართულებით ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე კულტურული ჰაბი UNDP პროგრამის ფარგლებში შეიქმნა.
ნიკო ლორთქიფანიძის სახლ -მუზეუმის ტერიტორიაზე მიმდინარე წელს მოეწყო ახალი საგანმანათლებლო სივრცე, სადაც ხშირად იკრიბებიან ახალგაზრდები იმართება შეხვედრები და კულტურული ღონისძიებები.
მუნიციპალიტეტმა ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმის ეზოში საგანმანათლებლო სივრცის, ამფითეატრისა და დამხმარე ნაგებობების რეაბილიტაცია-მოწყობის მიზნით ევროკავშირის გრანტით 60 000 ევროს დაფინანსება მიიღო.
![- [ ] ახალგაზრდებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციისათვის წყალტუბოში კონცერტი გაიმართა](/uploads/posts/2023-11/36149273-014c-4359-b1f9-c25bb94d0cf5.jpg)




