TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს სასკოლო საჩუქრები გადასცეს

ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს სასკოლო საჩუქრები გადასცეს

ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს სასკოლო საჩუქრები გადასცეს

ქუთაისის მერის მოადგილე შალვა მშვილდაძე ქართულ- გერმანული ასოციაციის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებას დაესწრო.

აქციის ფარგლებში, ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების  მოსწავლეებს, ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით, სასკოლო ნივთები და ჩანთები გადასცეს საჩუქრად.

ქართულ-გერმანული ასოციაცია ქუთაისში მსგავს საქველმოქმედო ღონისძიებებს, გერმანიაში მცხოვრები რამდენიმე ოჯახის დაფინანსებით, უკვე წლებია ატარებს. ამჯერად სასკოლო საჩუქარი ქუთაისში მცხოვრებმა  სხვადასხვა ასაკის 100-მა მოსწავლემ მიიღო.

ღონისძიებას ქუთაისის ტექნოლოგიურმა ჰაბმა უმასპინძლა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu