ქუთაისის მერის მოადგილე შალვა მშვილდაძე ქართულ- გერმანული ასოციაციის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებას დაესწრო.
აქციის ფარგლებში, ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მოსწავლეებს, ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით, სასკოლო ნივთები და ჩანთები გადასცეს საჩუქრად.
ქართულ-გერმანული ასოციაცია ქუთაისში მსგავს საქველმოქმედო ღონისძიებებს, გერმანიაში მცხოვრები რამდენიმე ოჯახის დაფინანსებით, უკვე წლებია ატარებს. ამჯერად სასკოლო საჩუქარი ქუთაისში მცხოვრებმა სხვადასხვა ასაკის 100-მა მოსწავლემ მიიღო.
ღონისძიებას ქუთაისის ტექნოლოგიურმა ჰაბმა უმასპინძლა.