TOPNEWS » მთავარი თემა » ჭიათურის სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

ჭიათურის სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

ჭიათურის სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გაზიფიცირების სამუშაოებს სოფელ ქვაციხეში გაეცნო, სადაც ბუნებრივი აირით უახლოეს მომავალში 300-მდე ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი. გივი მოდებაძემ  სიმბოლურად აანთო ბუნებრივი აირი ბრეგვაძეების ოჯახში, რომელიც უკვე გაზიფიცირდა.

ბუნებრივი აირის ქსელის მოწყობა დასრულდა და გამრიცხველიანების სამუშაოები იწყება სოფლებში - სვერში, ცხრუკვეთსა და თვალუეთში.

ცენტრალური მაგისტრალური ქსელის გაყვანის სამუშაოები მიმდინარეობს ხრეითში, ხალიფაურში, თაბაგრებში, ზოდში, რცხილათში, ზედა და ქვედა ბერეთისაში, უსახელოში, ნიგოზეთსა და მანდაეთში. 

“ჭიათურის მუნიციპალიტეტში უკვე გაზიფიცირებულია 41 სოფელი. დარჩენილ 19 სოფელში სამუშაოები აქტიურად წარიმართება და მოსახლეობას ბუნებრივი აირი ეტაპობრივად მიეწოდება,”-აცხადებენ ჭიათურის მერიაში.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu