ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ბადრი ფორჩხიძე იმ ლექტორების მიმართ სანქციების გატარებას ითხოვს, რომლებიც სტუდენტებს სასწავლო პროცესის ჩაშლისკენ მოუწოდებენ.
"ყველა ლექტორს, ვინც სტუდენტებს მოუწოდებს სასწავლო პროცესის ჩაშლისაკენ, შეუწყდეს აკადემიური სტატუსი და ხელფასი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
მთავარია, სწორად იქნეს აღქმული კანონის რეალური შინაარსი და გვქონდეს დასაბუთებული არგუმენტები, თუ რომელი მუხლი რატომაა მიუღებელი და რითია უარესი, ან უკეთესი, იგივე წამყვანი ევროპულ, ამერიკულ და ახლად დაკანონებული კანადურ კანონებთან შედარებით. ყველა დაინტერესებულ პირს უნდა გააჩნდეს საკუთარი მოსაზრება, მაგრამ უნდა იყოს აკადემიური დასაბუთებული. მოწინააღმდეგეთა აბსოლუტურ უმეტესობას საერთოდ არა აქვს არც წაკითხული და არც გააზრებული ეს დოკუმენტი,"-ამბობს ბადრი ფორჩხიძე
"ევროპა არის პროფესონალიზმის, შრომის დაფასება, წესრიგი, ღირსეული ხელფასი, ღირსეული პენსია, პერსპექტივა, გამჭირვალობა. კალაძე თუ კობიაშვილი, რომლებიც მილიონერები არიან, სწორედ ევროპით გახდნენ, სადაც დაფასდა მათი სპორტული ნიჭი, ასევეა, ხვიჩა კვარაცხელია. ამ ეტაპზე ევროპულ არჩევანს ალტერნატივა არა აქვს...
ევროპას ნუ გავაიგივებთ ვიღაც მექრთამე თუნდაც ევროპარლამენტართან, თუნდაც ვიღაც ერთსქესიანთა ქორწინებასთან...მაგრამ კანონი გამჭირვალობის შესახებ რატომ უშლის ხელს ევროპასთან დაახლოებას ეს ვერ გავიგე... ეს კანონი მისაღებია... ეს კანონი საჭირო რომ არ იყოს არ ექნებოდა არც აშშ-, არც კანადას, არც საფრანგეთს, არც ისრაელს...,"-ამბობს პროფესორი დიმიტრი გოშხეთელიანი.
ცნობისთვის, წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა დღეს გაფიცვა გამოაცხადა.