TOPNEWS » მთავარი თემა » ვანს რეანომობოლი გადაეცა

ვანს რეანომობოლი გადაეცა

ვანს რეანომობოლი გადაეცა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ვანის რაიონულ სამსახურს ახალი რეანიმობილი გადაეცა. ღონისძიებას ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ამირან გოგიტიძე, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მოადგილე ვლადიმერ ხელაძე, საკრებულოს ვანის მაჟორიტარი დეპუტატი ბიჭიკო პაიკიძე  და ვანის გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი მაკა ზარნაძე დაესწრნენ.

  ეს არის პირველი რეანიმობილი, რომელიც  ვანის მუნიციპალიტეტს გადმოეცა და მისი  საშუალებით შესაძლებელი იქნება კრიტიკული პაციენტების ადგილზე სტაბილიზაცია და შემდგომი ჰოსპიტალიზაცია შესაბამის მრავალპროფილურ  სამედიცინო დაწესებულებაში.  მაღალი გამავლობის სპეც-მანქანა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების მომსახურებისთვის აუცილებელი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინვენტარითაა აღჭურვილი.        

ვანის მუნიციპალიტეტში აღნიშნული რეანიმობილის არსებობა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო სერვისის დროულ და შეუფერხებელ მიწოდებას.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu